logo
ENG



ღარიბაშვილი კვლავ იმაზე საუბრობს, რომ სააკაშვილმა 2008-ში ქვეყანას ომი "არ აარიდა"

27 აპრ 202215:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმაზე საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008-ში ქვეყანას ომი "არ აარიდა".

მისი თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, საქართველოში "მეორე მარიუპოლს" მოაწყობდნენ.

"სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ომი და შედეგად, ქვეყანა დაინგრა. დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ეს იყო გაზრახვა. რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. თქვენ გესმით საერთოდ, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ქვეყანა?" - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მან ისევ გაიმეორა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.


close დახურვა